The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ შენგელია

მიხეილ შენგელია
დაბადების თარიღი:1930
გარდაცვ. თარიღი:1993  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგის კვალიფიკაციით 1955 წელს.

1955 წლიდან მუშაობდა საბჭოთა კავშირის გეოლოგიის სამინისტროს მე-4 გეოლოგიის სამმართველოს მე-7 რაიონის ექსპედიციაში გეოლოგად; 1959 წლიდან - გეოლოგიური პარტიის უფროსი; 1961 წლიდან "საქნავთობის" გეოფიზიკური ექსპედიციის უფროსი გეოლოგი; 1963 წლიდან - მთავარი გეოლოგი; 1969 წლიდან გარდაცვალებამდე - "საქნავთობის" ტრესტ "საქნავთობგეოფიზიკის" მთავარი გეოლოგი-მმართველის მოადგილე. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1975). გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი ნაშრომი. მიღებული აქვს მრავალი მედალი. 1988 წელს სამგორი-პატარძეულის ნავთობის საბადოს აღმოჩენისათვის მიენიჭა "ნავთობის პირველაღმომჩენის" წოდება.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.369-370

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1991 - საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი
  • 1976 - საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: