Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი შეყრილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1962 წელს, სპეციალობა "სამრეწველო თბოენერგეტიკა", კვალიფიკაცია "ინჟინერი - სამრეწველო თბოენერგეტიკოსი". 1960-1962წწ. - საქართველოს ენერგეტიკის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1962-1964წწ. - უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1965-1985წწ. - სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი, თბოფიზიკის ლაბორატორიის გამგე; 1984-1988წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თბოტექნიკის თეორიული საფუძვლების კათედრის გამგე; 1988-1995წწ. - თბოფიზიკის კათედრის გამგე; 1996-2004წწ. - თბოაირმომარაგების და ვენტილაციის კათედრის პროფესორი; 1992-2002წწ. - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის დარგობრივი სამეცნიერო-საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარე; 1996-2004წწ. - საქართველოს პარლამენტის ექსპერტი ენერგეტიკაში; 1999-2007წწ. - საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს საექსპერტო ჯგუფის წევრი ენერგოეფექტურობის სფეროში; 2004 წლიდან - საქართველოს პარლამენტის ექსპერტ-კონსულტანტი ენერგეტიკაში; 2009 წლიდან - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთავარი მეცნიერ-მუშაკი. ძირითადი შრომები ეძღვნება თბოგადაცემის, ჰიდროდინამიკის და ატმოსფეროს ფიზიკის პრობლემების კვლევას, თბურ მილებზე დაფუძნებული გაცივებისა და თერმორეგულირების სისტემების, ენერგოეფექტურ და განახლებად ენერგიათა გამომყენებელი მოწყობილობების და სტაბილური იზოტოპების ტექნოლოგიების დამუშავებას, მოძრავი ორთქლის კონდენსაციისა და კაპილარულ ზედაპირებზე ფაზური გარდაქმების პროცესების თეორიის ჩამოყალიბებას, რაც ასახულია სახელმძღვანელოებში, ცნობარებსა და თბოგადაცემის საერთაშორისო ენციკლოპედიაში. ოთხმოციანი წლებიდან ხელმძღვანელობს თბოფიზიკის კათედრაზე ინჟინერ-თბოფიზიკოსების მომზადებას სპეციალიზაციებში "ენერგოეფექტურობა და ენერგიის არატრადიციული წყაროები". მისი ხელმძღვანელობით დაცულია 9 დისერტაცია (მათ შორის, სამი უცხოელი სპეციალისტის მიერ). მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკული კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1965), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1985). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.371-372 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |