The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ოქროპირიზე

გურამ ოქროპირიზე
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1994  (31 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, ტურიზმის ბიზნესი 2016 წელს; შპაიერის საჯარო მმართველობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი & შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი) 2020 წელს.
2016-2017წწ. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" სტუდენტური მიმართულების ხელმძღვანელი; 2017-2020წწ. სადისტრიბუციო კომპანია "აიეფსი ჯორჯია"-ს დირექტორი; 2017-2018წწ. მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაცია" საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი; 2019 წელს გადიოდა პრაკტიკას საქართველოს საელჩოში ჩეხეთში; 2018 წელს მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაცია" თავმჯდომარის მოადგილე; 2021 წელს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი. საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით. 

წყარო: თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


გააზიარე: