Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საღანძილე, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს; მიენიჭა ისტორიკოსის, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის კვლიფიკაცია და მაგისტრის ხარისხი; 1977-1981წწ. უნივერსიტეტის ასპირანტი; უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი 1990 წელს; მიენიჭა შრომის ეკონომიკის მაგისტრის წოდება. იყო მესამე შრომითი სემესტრის მონაწილე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკაში; უნივერსიტეტის სტუდენტთა სამშენებლო რაზმების შტაბის უფროსი და მეთაურის პირველი მოადგილე, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენთა სამშენებლო რაზმის მეთაური ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქში; 1975-1977წწ. ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, კულტურის განყოფილების მოძრავი ბიბლიოთეკის გამგე, მარელისის გრეხილი ავეჯის ფაბრიკის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1977-2010წწ. იყო უნივერსიტეტის მასწალებელი, უფროსი მასწავლებელი, ასისტენტ- პროფესორი; 1978-1981წწ. უნივერსიტეტის დოსააფის კომიტეტის თავმჯდომარე, სპორტულ-ტექნიკური კლუბის და ავტოსკოლის უფროსი; იკავებდა მესამე ადგილს საბჭოთა კავშირის სპორტულ-ტექნიკურ კლუბებს შორის; 1973-1974წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 1978-2006წწ. არჩეულ იყო უნივერსიტეტის ავტომოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარედ, პარტბიუროს მდივნის მოადგილედ; 1979-1981წწ. დელტაპლანერიზმის სპორტის თანადამფუძნებელი საქართველოში; 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო ორგანიზაცია KARE-ს სერთიფიკატი "მსუბუქი მრეწველობის მენეჯერი"; 1999 წელს საქრთველოს მასწავლებელთა უმაღლესი და საშუალო სკოლის უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგის სერთიფიკატი (მოწმობა); არის სამი წიგნისა და ოცი ნაშრომის ავტორი; 2016 წელს იყო 45-ე საჯარო სკოლის ისტორიის სერთიფიცირებული პედაგოგი; 2016 წლის სექტემბერი-დეკემბერი - სსიპ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ინტერვიუერი; 2016 წლის ნოემბრიდან მუშაობს თბილისის სკოლა-ლიცეუმ "ცოდნა"-ს ისტორიის პედაგოგად და უსაფრთხო სკოლის მენეჯერად. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |