The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ზუბიაშვილი

თამაზ ზუბიაშვილი
დაბადების თარიღი:2 დეკემბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1988 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 1991 წელს; 1986-1987წწ. სწავლობდა დამასკოს უნივერსიტეტში; 2004-2005წწ. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში (ვაშინგტონი, აშშ) გაიარა ახალგაზრდა პროფესორ მასწავლებელთა განვითარების პროგრამა.

1994-2006წწ. დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1997-2008წწ. პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 1998-2000წწ. კონსულტანტი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში; 2002–2004წწ. საქართველოს დასაქმების სახელმწიფო სამსახური, მთავარი სპეციალისტი; 2006-2008წწ. ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2007 წლიდან – თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1994), ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი:  tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: