Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ შონია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1967 წელს. მუშაობდა თბილსრესში ელექტროსაამქროს ცვლის უფროსად; 1968-1995წწ. - "საქმთავარენერგოში" ენერგომოწყობილობების ექსპლუატაციის სამსახურის ინჟინერი, ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი, უსაფრთხოების ტექნიკისა და სამრეწველო სანიტარიის სამსახურის უფროსი, "საქმთავარენერგოს" უფროსის თანაშემწე, კადრების განყოფილების უფროსი, გურჯაანის ელექტროქსელის დირექტორი, "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე, ტექნიკურ ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, "საქენერგოს" თავმჯდომარის მოადგილე; 1995-2000წწ. - "საქენერგოს" იმედიანობისა და უსაფრთხოების ტექნიკის სამმართველოს უფროსი; 2000-2002წწ. - შპს "ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000"-ის საინსპექციო სამმართველოს უფროსი; 2002-2008წწ. - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სამსახურის უფროსი, ექსპლუატაციის მენეჯერი, თბილისის სერვისცენტრის მენეჯერი; 2009 წლიდან - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური ინსპექციის და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სპეციალისტი. 1992 წელს აირჩიეს "საქმთავარენერგოს" შრომითი კოლექტივის თავმჯდომარედ; 1988-1989წწ. სწავლობდა ხელმძღვანელი მუშაკების და სპეციალისტების დაუსწრებელ ფაკულტეტზე. აქვს გამოქვეყნებული საკურსო შრომები და წესები, დამუშავებული მრავალი ინსტრუქცია. ორგანიზებას უკეთებდა ენერგოსისტემაში ელექტრომონტიორების შეჯიბრ-დათვალიერების მოწყობას. დაჯილდოებულია ნიშნით მე-11 ხუთწლედის დამკვრელი. ენერგეტიკაში მოწინავე გამოცდილების გაზიარების მიზნით იყო საბერძნეთში, გერმანიაში, ირლანდიაში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.373 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |