შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. 2017 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩეული წევრი; 2018 წლიდან ა(ა)იპ "სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოების" გამგეობის თავმჯდომარე; 2018 წლიდან ა(ა)იპ საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის წევრი; 2019 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრი; 2018-2021წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი; 2020–2021წწ. საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი. აქტივობა: ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი, სარევიზიო კომისიის წევრი; საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით. საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". წყარო: თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |