The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბითე ქალდანი

ბითე ქალდანი
Date of birth:1912  (113 years)
Date of death:19??
Category:Educator, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკრა, მესტიის რაიონი.

დაამთავრა მესტიის პედაგოგიური სასწავლებელი 1932 წელს; სატანკო სასწავლებელი 1942 წელს; 1939 წელს სწავლა განაგრძო სტავროპოლის უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიურ ფაკულტეტზე.

1941 წლს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში და გაგზავნეს სატანკო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა უფროსი ლეიტენანტის წოდებით 1942 წელს და დანიშნეს სტალინგრადის დაცვის ფრონზე მებრძოლი ერთ-ერთი სატანკო ნაწილის უფროსად; შემდგომში მის სატანკო ნაწილს ბრძოლები მოუხდა იაპონიის ჯარების წინააღმდეგ; 1948 წელს დაბრუნდა მშობლიურ მესტიის რაიონში და იგი აირჩიეს საქართველოს ოქროს და პლატინის წარმოების ბეჩოს უბნის პროფკავშირის თავმჯდომარედ; 1949-1952წწ. ხელმძღვანელობდა სოფელ ნაკრის კოლმეურნეობას; 1952 წლიდან იყო ნაკრის საშუალო სკოლის პედაგოგი. დიდი სამამულო ომის აქტიური მონაწილე, არაერთი ორდენისა და მედლის კავალერი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.369

Awards and Honors

  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "სტალინგრადის დაცვისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: