Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე შჩერბინა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გროზნო. დაამთავრა ქ. ლენინგრადის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1929 წელს. 1929-1931წწ. - ლენინგრადის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის ლაბორანტი, მეცნიერ-თანამშრომელი, ასპირანტი; 1931-1933წწ. - ჰიდროტექნიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1933-1936წწ. - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გ. კრჟიჟანოვსკის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტის უფროსი სპეციალისტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1936); 1936-1937წწ. - სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1941-1944წწ. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში; 1944-1954წწ. - ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" განყოფილების უფროსი, პროექტის მთავარი ინჟინერი; 1954-1971წწ. - ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" სამეცნიერო-კვლევითი სექტორის განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების გამგე; მონაწილეობდა ამიერკავკასიის ჰიდროენერგეტიკული ობიექტების გამოკვლევაში; 1933-1934წწ. იკვლევდა მდინარეების მტკვრის, რიონისა და ხრამის ენერგეტიკული გამოყენების პრობლემებს. მისი ხელმძღვანელობით გამოქვეყნდა კვლევის შედეგების ოთხტომეული. შეადგინა მდინარეების ენგურსა და ცხენისწყალზე პერსპექტიული ჰესების აგების სქემა. განიხილა მდინარე მტკვრის ნაწილი ჩამონადენის დასავლეთ საქართველოში იმ პერიოდში გავრცელებული გადაგდების პრობლემა, რომელიც ჩათვალა არაპერსპექტიულად. გამოაქვეყნა გეოლოგიური კვლევის დიდძალი მასალა. მონაწილეობდა კრივოიროგის, ვოლგოგრადის, ციმლიანსკის, ასუანის, კურეის, ჩარვაკის, სარატოვის, ქვედა კამის, კანევსკის ჰიდროობიექტების გამოკვლევებში. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია მრავალრიცხოვან სტატიებსა და კონფერენციების შრომებში. ავტორია კაპიტალური ნაშრომისა "არაკლდოვან ქანებზე სამდინარო ჰიდროკვანძების დაგეგმარების პრობლემები" (მოსკოვი, ენერგია, 1967). დაჯილდოებულია მრავალი მედლითა და სიგელით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.374-375 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |