Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბექსტონ ქალდანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცხუმარი, მესტიის რაიონი. დაამთავრა მესტიის პედაგოგიური ტექნიკუმი 1944 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; უმაღლესი პარტიული სკოლა. მუშაობა დაიწყო მასწავლებლად მესტიის პედაგოგიურ ტექნიკუმში, პარალელურად მუშაობდა მესტიის რაიონის განათლების გაყოფილებაში ინსტრუქტორად; 1951 წელს აირჩიეს მესტიის კომკავშირის რაიკომის პირველ მდივნად; 1959 წელს დანიშნეს გაზეთ "ახალი სვანეთის" რედაქტორად; 1962 წელს დანიშნეს პარტიის მესტიის რაიკომში პროპაგანდა-აგიტაციის განყოფილების გამგედ. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის გაერთიანებული საწარმოს პარტიული კომიტეტის მდივნად რაიკომის უფლებით; გულრიფშის რაიონის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; გულრიფშის რაიონის გამგებლად; 1991-1993წწ. მუშაობდა გულრიფშის რაიონში თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილედ; 1994-2004წწ. იყო მესტიის რაიონის გამგებლის მოადგილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.371 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |