The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი რამიშვილი

ბადრი რამიშვილი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1972  (53 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი ეკონომისტ-ორგანიზატორის კვალიფიკაციით 1994 წელს; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ასპირანტურა, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკის მიმართულებით 1998 წელს.

1996-1997წწ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, მთავარი სპეციალისტი; 1997-1999წწ. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანია, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგთა დაზღვეევის განყოფილების უფროსი; 1999-2004წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, რექტორის თანაშემწე, სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; 2003-2004წწ. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, ლექტორი; 2004-2006წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ლექტორი; 2005-2009წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2009-2010წწ. თავართქილაძის სახელობის ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტი, სრული პროფესორი; 2010-2011წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი; 2011-2012წწ. უნივერსიტეტი "გორგასალი", მოწვეული პროფესორი; 2011-2012წწ. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, სრული პროფესორი; 2012 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1998), ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.

წყარო: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი: old.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: