შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სალომე კობალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; ბიზნეს ადმინისტრირება, ლიმერიკის უნივერსიტეტი, (ირლანდია); ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურა, "სერმა"; ფინანსები და ბუღალტერია, არაფინანსური მენეჯმენტისთვის ERNST&YOUNG; მენეჯმენტის საფუძვლები (მართვის აუცილებელი პროგრამა, BP) (ინგლისი); სატრანსპორტო უსაფრთხოების მართვის პროგრამა - EDN (ინგლისი); ტრანსპორტის მართვის პროგრამა, HDC, (ინგლისი). 1992-1996წწ. იყო "TACIS" ეკონომიკურ მრჩეველთა საერთაშორისო დახმარების პროექტის ტურიზმისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების კოორდინატორი; 1996-1998წწ. საქართველოს მილსადენი კომპანიის გარემოს დაცვის და შესყვიდების დეპარტამენტის აღმასრულებელი თანაშემწე; 1998-2002წწ. საქართველოს მილსადენი კომპანიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2002-2006წწ. საქართველოს მილსადენი კომპანიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი; 2006-2018წწ. BP საქართველო, ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2019 წლიდან კლინიკა "მიზოუნ"-ის მმართველი პარტნიორი; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპლიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი; აქტივობა: სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი, გარემოს დაცვის კომისიის წევრი, საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო სუბიექტი: "პარტია საქართველოსთვის". წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |