The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე
Date of birth:14 July, 1976  (48 years)
Category:Historian, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ისტორიის სპეციალობით 1998 წელს; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი -  2005 წელს; მანჩესტერის უნივერსიტეტი -  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი - 2012 წელს.

1993–1996წწ. იყო ახალგაზრდული ასოციაცია "მუხას" პრეზიდენტი; 1997–2001წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირის პრეზიდენტი; 1999–2003წწ. ეკონომიკური რეფორმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი; 2000 წლიდან ინგლისურენოვანი გაზეთის, Georgia Today-ის დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი; 2001–2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2003–2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან ჟურნალ The Economist’s The World In-ის  გამომცემელი; 2012 – 2014 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მედია მეწარმეობის სამაგისტრო კურსის ლექტორი; 2014 წლიდან ჟურნალი OK!-ის დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი; 2016 წლიდან ინგლისურენოვანი ტურისტული გზამკვლევი Where.ge-ს გამომცემელი; 2016–2018წწ. გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მრჩეველი; 2017 წლიდან რადიო NRJ-ს დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი; 2018 წლიდან ჟურნალ Entrepreneur-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 03/2019 – 07/2019 ილიას უნივერსიტეტის მეწარმეობის სამაგისტრო კურსის ლექტორი; 2019 წლიდან აგროტურისტული პროექტის "გურიის რესპუბლიკა" დამფუძნებელი; 2020 წლიდან საავტორო ონლაინ კურსის "როგორ დავიწყოთ ბიზნესი"-ს ავტორი, ტრენერი; 2020 წლიდან მედიის კავკასიური სკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის პროგრამის თანაავტორი, ლექტორი, მენტორი; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი. აქტივობა: ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი. საარჩევნო ფორმა:  პროპორციული წესით., საარჩევნო სუბიექტი: "პარტია საქართველოსთვის".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


Share: