შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო წულაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2016 წელს; ლიეტუვის განათლების და მეცნიერების უნივერსიტეტი სპეციალობით ლიეტუვური ენია და კულტურა; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, სამართლის საბაკალავრო პროგრამა 2019 წელს; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა 2021 წელს. 2017-2019წწ. იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტ-ასისტენტი; 2019 წლიდან სამოქალაქო მოძრაობა "ჩვენი ხმა" თავმჯდომარე; 2020 წლიდან სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" თანადამფუძნებელი, იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი; 2021 წლიდან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ხალხისთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, საარჩევნო მდივანი; 2022 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი; აქტივობა: სატრანსპორტო კომისიის წევრი. ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი; საარჩევნო ფორმა: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ხალხისთვის" მიერ თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით წარდგენილი წევრი. საარჩევნო სუბიექტი: "ანა დოლიძე - ხალხისთვის". წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |