შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ახვლედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალი; ქ. თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნე. 1993-1994წწ. იყო საწარმო ფირმა "ფერლითი"-ს წარმოების უბნის ოსტატი; 1994-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის საწ. გაერთიანება "მეოლითი"-ს ტექნიკური განყოფილების ინჟინერი; 1995-1998წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უფროსი ოპერატიული თანმშრომელი; 1998-2000წწ. ქ. თბილისის ვაკის რაიონის საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების საგადასახადო ინსპექტორი; 2000 წელს ქ. თბილისის გლდანის რაიონის საგადასახადო ინსპქციის უფროსის მოადგილე; 2000-2001წწ. საგანგებო ლეგიონის ქ. თბილისის პირველი განყოფილების უფროსი; 2001-2002წწ. საგანგებო ლეგიონის ქ. თბილისის სამმართველოს უფროსი; 2002-2003წწ. საგანგებო ლეგიონის უფროსის მოადგილე; 2003 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში; 2003-2004წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უფროსი; 2004 წელს ქ. თბილისის ფინანსური პოლიციის სამმართველოს უფროსი; 2012-2013წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახური, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; 2014-2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის V მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2017-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სარევიზიო კომისიის წევრი, სატრანპორტო კომისიის წევრი; საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |