შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალბერტ გოგუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1960 წელს. მის მასწავლებელთა შორის იყვნენ სერგო ქობულაძე, ლადო გრიგოლია, ვასილი შუხაევი. სწავლის დამთავრებისა და ბევრი მოგზაურობის შემდეგ ის 1963 წლიდან დამკვიდრდა მოსკოვში. იყო ნონკონფორმისტ მხატვართა მოძრაობის, ბინებზე და არაოფიციალური ხელოვნების გამოფენათა მონაწილე. გამოფენებს აწყობდა რუსეთში და საზღვარგარეთ. ალბერტ გოგუაძის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა მეგობარმა ანატოლი ზვერევმა. ფერწერაში მხატვრის დევიზია "ნატურალიზმიდან მარაზმამდე." ალბერტ გოგუაძის შემოქმედება განსაკუთრებით დაფასებულია გერმანიაში, სადაც მისი გამოფენები მოეწყო მრავალ ქალაქში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა მუზეუმში და მრავალ კერძო კიოლექციაში. ალბერტ გოგუაძის ფერწერის ძირითადი მიმართულებაა აბსტრაქცია, მის სავიზიტო ბარათად იქცა პროგრამული არაფიგურატული ნამუშევრები. იგი თავის შემოქმედებით მეთოდს უწოდებს ფერი ფერთან. ამ მეთოდით მიიღწევა გარკვეული ფერადოვანი შეთანხმებების ჰარმონიზაცია ისე რომ საბოლოო ანგარიშით ქრება ტონალური პერსპექტივა და ჩნდება ფერადოვანი. ძირითადი მეთოდი ნამუშევრების შექმნისას იმპროვიზაციაა. ავტორის შემოქმედებითი ინტერესების წრეში ასევე ხვდება განსაკუთრებით ცნობადი რეალისტური სურათები, სამგანზომილებიანი ობიექტები - კოლაჟები, ხის ქანდაკება. ალბერტ გოგუაძის ნამუშევრები არის მოსკოვის პუშკინის მუზეუმში, კონსტანცის ისტორიულ მუზეუმში, (გერმანია), დოიჩე ბანკის კოლექციაში (გერმანია), კერძო კოლექციებში და სხვ. საბჭოთა ნონ-კონფორმისტი მხატვარი. წყარო: გიორგი მარჯანიშვილი: ალბერტ გოგუაძე: giorgimarjanishvili.blogspot.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |