The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემზარ ჩაჩხიანი

ემზარ ჩაჩხიანი
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ცაგერის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "ელექტროსადგურები" 1971 წელს.

მუშაობა დაიწყო ლაჯანურჰესის კასკადის რიცეულაჰესის მორიგე მემანქანედ, შემდეგ საგზაო უბნის მუშად, ლაჯანურჰესის მორიგე ინჟინრად, ლაბორატორიის ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად, მექანიკური საამქროს უფროსად. სხვადასხვა წლებში იყო "საქმთავარენერგოს" ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის დისპეტჩერი, ლაჯანურჰესის კასკადის დირექტორი, "საქმთავარენერგოს" სარემონტო-სამრეწველო საწარმოს გენერალური დირექტორი, "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე, "ჟინვალჰესის" გენერალური დირექტორი, "საქენერგოს" გენერალური დირექტორი, შპს "საქგაზის" კონსულტანტი, შპს "ჟინერის" გენერალური დირექტორის მრჩეველი, შპს "ჟინერის" აღმასრულებელი დირექტორი, "ჟინვალჰესის" ტექნიკური დირექტორი, შპს "ტელ ინდასტრი ჯორჯიას"-ს გენერალური დირექტორი; 2006 წლიდან - "საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" ტექნიკური დირექტორის კონსულტანტი, ამავე კორპორაციის ჰესების მართვის მენეჯერი, ამავდროულად - შპს "ტელ ინდასტრი ჯორჯიას" დირექტორი. ავტორია მრავალი რაციონალიზატორული წინადადების, აგრეთვე გამოგონების. განახორციელა ლაჯანურჰესის უდაწნეო სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია, იმ დროისთვის უახლესი ტექნილოგიების გამოყენებით. მისი თაოსნობით შესრულდა რიონის ჰესის სრული გადაიარაღების პროექტი. ჟინვალჰესის წყალსაცავზე აშენდა ანანურის კომპლექსის დამცავი დამბა, რამაც ჟინვალჰესის წყალსაცავის ნიშნული 10 მ. გაზარდა. არჩეული იყო ცაგერის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. მიღებული აქვს მრავალი მადლობა და ჯილდო.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.377-378

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს ენერგეტიკის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: