The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ ნიბლოშვილი

თინათინ ნიბლოშვილი
Date of birth:2 June, 1987  (37 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2008 წელს; თბილისის გურამ თავართქილაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 2010 წელს; 2016 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი.

2011 წელს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია" დამფუძნებელი, თანათავმჯდომარე; 2011 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" დამფუძნებელი; 2013 წელს საინფორმაციო სააგენტო "სამოქალაქო პრესა" დამფუძნებელი, დირექტორი; 2013-2016წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" დამფუძნებელი, გამგეობის წევრი; სტაჟიორ-იურისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 2015 წელს ტელეკომპანია "GDS"-ის საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა "20/30"-ის  ანალიტიკოსი სამართლის მიმართულებით; 2016-2017წწ. მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის რაიონის აღმასრულებელი მდივანი; 2017-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი; 2017-2020წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე; 2020–2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრი; საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


Share: