შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰოვნათან ჰოვნათანიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ჰოვნათან ჰოვნათანიანი-აკოფ ჰოვნათანიანის შვილი, მეფე ერეკლე II-ის სასახლის კარის მხატვარი. თავის მოწაფეებთან ერთად შეასრულა ეჩმიაძინის ტაძრის ახალი მხატვრობა. მისთვისვე შექმნა წმინდანთა გამოსახულებანი და კომპოზიციები სახარების თემებზე (ზეთი, ტილო; 1782-1786, ნაწილი სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი). სომეხ მხატვართა ოჯახის წარმომადგენელი. ცხოვრობდნენ XVII-XIX საუკუნეებში. ოჯახის უფროსი ჰოვნათან ნაღაში საქართველოს მეფის ვახტანგ VI-ის სასახლის კარის მხატვარი იყო. ნაღაშის შვილები აკოფ ჰოვნათანიანი (დ. 1692- გ. ?) და არუთინ ჰოვნათანიანი (დ. 1706 ან 1707 - გ. ?) და მოწაფეები უმთავრესად წიგნის ილუსტრაციაზე მუშობდნენ. მათ ნაღაშთან ერთად მოხატეს ეჩმიაძინის ტაძარი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში, გარდაიცვალა იქვე. ფერმწერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987. -გვ. 677
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |