Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკოფ ჰოვნათანიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. აკოფ ჰოვნათანიანი, სომეხ მხატვართა ოჯახის წარმომადგენელი - მიკირტუმ ჰოვნათანიანის შვილი. თბილისური პორტეტული სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, მოღვაწეობდა თბილისში. სწავლობდა თავის მამასთან მიკირტუმ ჰოვნათანიანთან. 1841 წელს საქართველოს მთავარმართებლის ე. გოლოვინის პორტრეტისათვის პეტერბურგის სამხატვრო აკადემიამ უკლასო (თავისუფალი) მხატვრის წოდება მიანიჭა. მისი პორტრეტებისათვის დამახასიათებელია თავშეკავებული კოლორიტი, ფიგურათა სტატიკურობა, პოზათა სიმშვიდე, დეტალიზაცია. მისი ნამუშევრებია: ნ. თუმანიანის, ე. გურგენბეკიანის (სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი), გ. კარაჯიანის (აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), მელიქიშვილების, მიზანდარის (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი) პორტრეტები. ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს მუდმივ დაცვაში გადაეცა სერგო ფარაჯანოვის ფილმი "ჰაკობ ჰოვნათანიანი" (სომხეთი, 1967, ეს პირველი სომხური ფილმია, რომელმაც თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო მნიშვნელობის ორ მთავარ ხელოვნების ცენტრში – MoMA-სა და Pompidou-ში). ფერმწერი, გარდაიცვალა ირანში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 677
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |