The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკოფ ჰოვნათანიანი

აკოფ ჰოვნათანიანი
Other name:აკობ ჰოვნათანიანი
ჰაკობ ჰოვნათანიანი
Date of birth:1806
Date of death:1886  (at 80 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

აკოფ ჰოვნათანიანი, სომეხ მხატვართა ოჯახის წარმომადგენელი - მიკირტუმ ჰოვნათანიანის შვილი. თბილისური პორტეტული სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, მოღვაწეობდა თბილისში. სწავლობდა თავის მამასთან მიკირტუმ ჰოვნათანიანთან. 1841 წელს საქართველოს მთავარმართებლის ე. გოლოვინის პორტრეტისათვის პეტერბურგის სამხატვრო აკადემიამ უკლასო (თავისუფალი) მხატვრის წოდება მიანიჭა. მისი პორტრეტებისათვის დამახასიათებელია თავშეკავებული კოლორიტი, ფიგურათა სტატიკურობა, პოზათა სიმშვიდე, დეტალიზაცია. მისი ნამუშევრებია: ნ. თუმანიანის, ე. გურგენბეკიანის (სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი), გ. კარაჯიანის (აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), მელიქიშვილების, მიზანდარის (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი)  პორტრეტები. ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს მუდმივ დაცვაში გადაეცა სერგო ფარაჯანოვის ფილმი "ჰაკობ ჰოვნათანიანი" (სომხეთი, 1967, ეს პირველი სომხური ფილმია, რომელმაც თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო მნიშვნელობის ორ მთავარ ხელოვნების ცენტრში – MoMA-სა და Pompidou-ში). ფერმწერი, გარდაიცვალა ირანში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 677


Share: