The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნარ-დოსი

ნარ-დოსი
სხვა სახელი:მიქაელ ჰოვანისიანი
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1867
გარდაცვ. თარიღი:13 ივნისი, 1933  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა ავლაბრის სამრევლო სკოლაში, ხონის საოსტატო სემინარიასა და თბილისის სახელოსნო სასწავლებელში, მაგრამ უსახსრობის გამო არც ერთი მათგანი არ დაუმთავრებია.

მუშაობდა რედაქციებში. ნარ-დოსის მოთხრობების კრებულში "ჩვენი უბანი" (1888) გადმოცემულია თბილისის ღარიბი მოსახლეობის ცხოვრების სურათები. დაწერილი აქვს რომანები "ანა საროიანი" (1888), "მოკლული მტრედი" (1898), "სიკვდილი" (1868, გამოქვეყნდა 1912), "ახალი ადამიანი" (1928, ცალკე გამოიცა 1935). 1931 წელს ნარ-დოსის მოღვაწეობის 45 წლისთავი აღინიშნა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ., 1984.- გვ.318

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1927 - სომხეთის სახალხო მწერალი
  • 1927 - საქართველოს სახალხო მწერალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: