Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო რუხაძე![]()
Biographyდაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი 2005 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული სამართლის მაგისტრი 2008 წელს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი 2013 წელს; მიჩიგანის უნივერსიტეტის ჰუგო გროციუსის სახელობის სტიპენდიანტი, განათლების საერთაშორისო ცენტრის ბენეფიციარი, სამართლის მაგისტრი (საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის მიმართულებით) 2015 წელს. 2006-2008წწ. იყო კოორდინატორი კოლუმბიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ინტერესების სამართლის ინსიტუტის პროექტის: Promoting Sustainable Reform of Higher Legal Education; 2007 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; 2012-2015წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი; 2015-2016წწ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2015 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონსულტანტი; 2015 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2017-2018წწ. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კოორდინატორი; 2018-2019წწ. საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2019-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი; აქტივობა: ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი; საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |