შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გეგეჭკორი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1983 წელს. 1990-იანი წლებიდან აქტიურად მუშაობს სცენოგრაფიაშიც. გაფორმებული აქვს ოცზე მეტი სპექტაკლი. მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა 1990 წელს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა საგამოფენო დარბაზში. მომდევნო გამოფენათაგან აღსანიშნავია სოლო-ექსპოზიციები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (1999), თბილისის ხელოვნების სასახლეში (2017, 2019). მნიშვნელოვანი იყო სანტა ბარბარას სასახლეში (მადრიდი, ესპანეთი) გამართული მისი მონაწილეობით დუო-ექსპოზიცია – "ამონარიდები ორი იბერიის ისტორიიდა" ესპანელ მხატვარ აუგუსტო ფერერ დალმაოსთან ერთად. არის ფერწერის რეალისტური სკოლის მიმდევარი. შემოქმედების მთავარი თემაა პორტრეტი. მან სახელი გაითქვა ქართველ მეფეთა, საზოგადო მოღვაწეთა და ქართული თეატრის ცნობილ მსახიობთა პორტრეტული სერიებით. გოგი გეგეჭკორის მიერ შესრულებული პორტრეტები გამოფენილია საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, დადიანების სასახლის (ზუგდიდი), ეროვნული ბანკისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ინტერიერებში. თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი. წყარო: ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 102-103 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |