შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ვარდოსანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2014 წელს; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2016 წელს. 2014-2015წწ. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი; 2014-2015წწ. ბაზისბანკის იურისტი, სტაჟიორი; 2015-2016წწ. მპგ "ქართული ოცნება" აღმასრულებელი მდივნის თანაშემწე; 2016-2019წწ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე; 2019-2020წწ. საქართველოს პარლამენტის საქართველოს დელეგაციის მდივანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში; 2019-2020წწ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი; 2020-2021წწ. საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე. აქტივობა: სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, გარემოს დაცვის კომისიის წევრი. საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |