შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ჩილინგარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1938 წელს; საქართველოს საინჟინრო ინსტიტუტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის ინჟინრის კვალიფიკაციით 1938 წელს. 1941 წელს მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის სხვადასხვა ფრონტზე. მიღებული ჰქონდა სამთავრობო ჯილდოები, გამოცხადებული ჰქონდა უმაღლესი მთავარსარდლის მადლობა. 1946 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1950). 1962 წელს აირჩიეს ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ნაგებობების კვლევის ლაბორატორიის გამგედ. ინტენსიურად მუშაობდა ჰიდროტექნიკური გვირაბების სტატიკური გაანგარიშების საკითხზე: დაამუშავა სადაწნეო გვირაბების მოკეთების გაანგარიშებები სტატიკურ და ტემპერატურულ დატვირთვებზე. დიდი ღვაწლი მიუძღვის ენგურისა და ხუდონის ჰესების კაშხლების მოდელურ ექსპერიმენტულ გამოკვლევებში სტატიკურ და ტემპერატურულ ზემოქმედებებზე. განსაზღვრა ენგურჰესის კაშხლის დეფორმაციული და თბოტექნიკური მახასიათებლები. მისი გამოკვლევების შედეგები დაინერგა წარმოებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტით, გამოყენებულია ნორმატიული დოკუმენტების შედგენისას, გამოქვეყნებულია რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთულ ჟურნალებში, კონფერენციის მასალებში. იყო დიდი კაშხლების საბჭოთა კომიტეტის წევრი. 1964 წელს მონაწილეობდა ქ. რომში ჩატარებულ დიდი კაშხლების VIII საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში, როგორც საბჭოთა კომიტეტის წევრი. იყო ნაგებობათა მდგომარეობის შესაფასებელი მეთოდებისა და საშუალებების სსრკ მეცნიერებასთა აკადემიის საბჭოს საქართველოს ფილიალის წევრი; საუწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის წევრი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მიმართულებით; ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; ინსტიტუტის დისერტაციების დაცვის სამეცნიერო საბჭოს წევრი; დარგობრივი პროფკავშირის სამეცნიერო-ტექნიკური ორგანიზაციის "ენერგომშენებლობის" სექციის თავმჯდომარე. დაჯილდოებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.379
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |