The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით არახამია

დავით არახამია
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კირცხი, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენების ორწლიანი კურსები გერმანულ ენაში 1988 წელს; ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი 1992 წელს.

მუშაობდა საწარმოო გაერთიანება "ისანში"; გამოცემული აქვს 3 პოეტური კრებული: "ჩამოკრა ზარმა" (2012), "დილის დუმილი" (2014), "მზის საფირონი" (2016); დ. არახამიას ლექსები დაბეჭდილია გაზეთებში: "ლიტერატურული საქართველო", "ქართული სიტყვა"," პრემიერი"; ჟურნალებში: "ანეული", "მედიუმი", "ისინდი", "ქართული ელიტა", "განსაკუთრებული ჟურნალი"; პოეტის ლექსები შესულია კრებულში "თანამედროვე ქართული მწერლობა". 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფაზისის საერო აკადემია, ნამდვილი წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: