The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ალადაშვილი

აკაკი ალადაშვილი
დაბადების თარიღი:30 აპრილი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა 2001 წელს; ფრაიბურგის ალბერტ ლუდვიგის სახელობის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა 2005 წელს; ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციის განხრით (ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია) 2007 წელს; 2005-2007წწ. - რეფერენდარიატი, მეორე სახელმწიფო გამოცდა, (Rechtsassessor) გერმანია, ქ. ფრაიბურგი.

2005-2006წწ. მუშაობდა ქ. ფრაიბურგის საოლქო სასამართლოში (სამოქალაქო კოლეგია), გერმანია; 2006 წელს - ქ. ფრაიბურგის პროკურატურაში (გერმანია); 2006-2007წწ. - იურიდული ფირმა "პაული და პარტნიორებში" (ქ. ფრაიბურგი, გერმანია); 2006-2007წწ. - ქ. ფრაიბურგის მერიის იურიდიულ განყოფილებაში (გერმანია); 2007 წელს -  იურიდულ ფირმა "პაული და პარტნიორებში" (ქ. ფრაიბურგი, გერმანია); 2007-2008წწ. "ისანი" ჯგუფის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი; 2008 წელს - ჯგუფ "გეოპრომაინინგში" (შპს "გეოპრომაინინგგოლდი"), იურისტი; 2008-2016წწ. - ჯგუფი "გეოპრომაინინგი" (შპს "გეოპრომაინინგგოლდი"), დირექტორი იურიდიულ და კორპორატიულ საკითხებში; 2014-2015წწ. - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი მხარდაჭერის პროექტი "JILEP"-ის სამოქალაქო სამართლის ექსპერტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ავტორი (მუხლ. 342-351); 2021 წლიდან - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი; აქტივობა: იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: დელეგატი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ვიცე პრეზიდენტი (2016-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: