The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი; თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა, სპეციალობით პოლიტოლოგი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით სახელმწიფო მართვის მოხელე, მაგისტრის აკადემიური ხარისხი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა.

2011-2021წწ. - ააიპ "სამოქალქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი; 2015 წლიდან - სსიპ "საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი); 2021 წლიდან - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი. აქტივობა: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი, გარემოს დაცვის კომისიის წევრი; საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: დელეგატი. 

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2025-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტიე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2024-2025)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)
  • საქართველოს სკეტბორდის ეროვნული ფედერაცია, პრეზიდენტი (2016-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: