The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაფი

რაფი
Legal name:აკოფ მელიქ-აკოფიანი
Other name:ჰაკობ მელიქ-ჰაკოფიანი
Date of birth:1835
Date of death:6 May, 1888  (at 53 years)
Burial location:ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ირანი.

დაიბადა ვაჭრის ოჯახში. ერთ დროს სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. მოგზაურობდა ირანში, რუსეთსა და თურქეთში.

1860 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი. მუშაობდა მასწავლებლად, მაღაზიაში კლერკად. 70-იანი წლების ბოლოს თანდათან მოიპოვა პოპულარობა, როგორც რომანისტმა. გამოქვეყნებული აქვს ეთნოგრაფიული და მხატვრული ნარკვევები (ძირითადად სპარსული ცხოვრების ამსახველი) - "ჰარემი", "ხასფუში", "ბიბი შარაბანი", "ხაჩაგოხის დღიური", "წერილები სპარსეთიდან" (გამოქვეყნდა 1872 წელს გაზეთ "მშაკში"), "ოქროს მამალი" (აღწერილია ვაჭრთა კლასის უარყოფითი ასპექტები), "განწირული", "სასაკლაო" (აღწერილია ქალაქის საავადმყოფოს მდგომარეობა). რაფის რომანები და მოთხრობებია:  "ჯალალედინი", "ხენტი", "ნაპერწკლები", "სამუელი", "დავით-ბეკი", რომლებიც ასახავდა სომხების ყოფა-ცხოვრებას და გაჭირვებას. 1881 წელს რაფიმ მოიარა ყარაბაღის ისტორიული ადგილები. ამ მოგზაურობის შემდეგ გამოაქვეყნა წიგნი "მელიქსტვო ხამსა", რომლის შესახებ თავად რაფიმ დაწერა შემდეგი: "ეს წიგნი ჩემი შემოქმედების გვირგვინია, ამით გავაცოცხლე დიდი ხნის დაკარგული და დავიწყებული ისტორია, დავამტკიცე, რომ სომხური სამთავროები არსებობდნენ. ჩვენს საუკუნემდე დიდი ხნით ადრე". გარდაიცვალა თბილისში.

წყარო: ელექტრონული ბიბლიოთეკა ArmenianHouse.org: სომხური ლიტერატურა, სომხეთის ისტორია და ზოგადად ყველაფერი, რაც ეხება სომხებს და სომხეთს: armenianhouse.org

Bibliography

  • ხენთი : რომანი (Author). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 287გვ.
  • ოქროს მამალი (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964. - 288გვ.

Share: