შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ბანძელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1964 წელს. 1959-1961წწ. მუშაობდა თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1961-1967წწ. ულიანოვსკის მართვის გამოთვლითი მანქანების ქარხანაში რიგითი ინჟინრიდან უფროსი ინჟინრის თანამდებობამდე; 1967-1968წწ. თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ლაბორატორიის გამგედ, შემდგომ განყოფილების გამგედ; 1968 წლიდან ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა ქ. ახავაზის (ირანი) ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც სანიმუშო ორგნიზატორმა. ის უშუალოდ მონაწილეობდა ატომური სადგურის ტექნოლოგიური პროცესის მართვის სისტემების გამოთვლითი მანქანების გაწყობა-გამართვის სამუშაოებში; თ. ბანძელაძე იყო მრავალი გამოგონებისა და რაციონალური წინადადების ავტორი, დაჯილდოებულია სახელმწიფო მედლებითა და სიგელებით. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ. 161 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |