The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლილე ლიპარტელიანი

ლილე ლიპარტელიანი
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1975  (50 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1998 წელს; რეგენსბურგის უნივერსიტეტი სახალხო ეკონომიკის განხრით 2001 წელს.

1997-1999წწ. იყო ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სოციალური მუშაკი; 2003-2005წწ. შპს "გევა"-ს ფინანსური მენეჯერი; 2005-2007წწ. N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისის წევრი; 2007 წელს სოციალური დახმარების და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დიდგორის რაიონული განყოფილების უფროსი; 2007-2008წწ. სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ძველი თბილისის, დიდგორის რაიონული განყოფილების უფროსი; 2008-2015წწ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის ცენტრის უფროსი; 2016 წელს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შტატგარეშე მოსამსახურე; 2017 წელს ქალაქ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შტატგარეშე მოსამსახურე; 2017-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი. აქტივობა: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი, ურბანული საგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი. საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო სუბიექტი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


გააზიარე: