The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი

ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი
ოფიციალური სახელი:ბარბარა ჯიმელი
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1975  (50 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბერნი, შვეიცარია.

დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის და ჟენევის საერთაშორისო კვლევათა ინსტიტუტის "Institut Universitaire des Hautes Etudes Internationales (IUHEI)" საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი "ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში" 2001 წელს; ჟენევის საერთაშორისო კვლევათა ინსტიტუტის "Institut Universitaire des Hautes Etudes Internationales (IUHEI)" საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურა, პოლიტოლოგიის განყოფილება 2003 წელს.
1996-1997წწ. იყო დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებელი ბერნის კანტონის საჯარო სკოლაში; 2002 წელს შეისწავლა "ჟენევის საერთაშორისო კვლევათა სფეროში კვლევითი საქმიანობა" შინაგან საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიური კვლევების დეპარტამენტის დავალებით; 2003-2005წწ.​  "ჟენევის საერთაშორისო კვლევათა ინსტიტუტის Institut Universitaire des Hautes Etudes Internationales (IUHEI)" პოლიტოლოგიის განყოფილების ასისტენტი; 2004 წელს ​​ტუროპერატორი კომპანია "Georgian Discovery Tours"-ის (თბილისი, საქართველო) თანადამფუძნებელი, მმართველი საბჭოს წევრი და 2008-2011წწ. დირექტორი; 2005-2009წწ. ​"ჟენევის საერთაშორისო კვლევათა ინსტიტუტის, Institut Universitaire des Hautes Etudes Internationales (IUHEI)" კვლევითი პროექტი "Small Arms Survey"-ის მეცნიერ-მუშაკი, მკვლევარი და დამოუკიდებელი თანამშრომელი; 2008 წელს შ.პ.ს "InsightOut" (შვეიცარია) თანადამფუძნებელი, მართველი დირექტორი; 2010-2014წწ. ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებელი; 2010-2018წწ. ​"ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი"-ს (თბილისი, საქართველო) თანადამფუძნებელი, მმართველი საბჭოს წევრი და ხელმძღვანელი; 2013 წელს "თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის" გერმანული და ინგლისური ენის, ასევე 2017-2021წწ. პოლიტოლოგიის მასწავლებელი; 2014-2018წწ. ​"სკოლა ლოგოსი"-ს (თბილისი, საქართველო) თანადამფუძნებელი, მმართველი საბჭოს წევრი; 2014 წელს "ბიო მეურნეობა ფონას" (ლაგოდეხი/საქართველო) თანადამფუძნებელი, მმართველი საბჭოს წევრი, თანადირექტორი; 2016 წელს "ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისი"-ის (თბილისი/საქართველო), თანადამფუძნებელი, გამგეობის წევრი, ადმინისტრაციის წევრი და უცხო ენის (გერმანული, ინგლისური) მასწავლებელი დაწყებით კლასებში, პედაგოგიური სემინარის ლექტორი; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი. აქტივობა: ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი. გარემოს დაცვის კომისიის წევრი. საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge; ჟურნალი "გზა": gza.kvirispalitra.ge


გააზიარე: