Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ფარცვანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი (CU) სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2011 წელს; საქართველოს უნივერსიტეტი ბიზნეს სამართლის მაგისტრატურა (LLM) 2017 წელს; 2015 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - პროფესიული პროგრამა აგრო ბიზნესის მენეჯმენტში; 2017 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის და ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა CPPA (Certified Public Policy Analyst) - აშშ საელჩოს დაფინანსებით. 2010 წელს გაიარა საქართველოს პროკურატურაში კლინიკური სწავლება; 09/2010–11/2010 წელს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კლინიკური სწავლება; 2010-2011წწ. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის თანაშემწე-სტაჟიორი; 2011-2012წწ. იურიდიული და ფინანსური საკონსულტაციო ჯგუფი - აისის კონსალტინგის სამართლებრივი მრჩეველი; 2011–2012წწ. სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო) იურისტი; 2013–2014წწ. სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო) იურიდიული, შესყიდვების და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2014–2015წწ. სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო) იურიდიული სამსახურის უფროსი; 2015–2018წწ. სოფლის განვითარების სააგენტო (ARDA) სამართლებრივი მრჩეველი; 2018–2019წწ. აუდიტორული კომპანია აბლექსის მთავარი იურისტი; 2018-2019წწ. კომპანია გრინ სოლუშენს პროექტების დეპარტამენტის უფროსი; 2019 წელს კომპანია გრინ სოლუშენს დირექტორის მოადგილე; 04/2019-08/2019 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი; 2019-2020წწ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) პირველი მოადგილე; 2020-2021წწ. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი; 2022 წლიდან John Deere GmbH & Co KG-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოსა და აზერბაიჯანში - სამართლებრივი მრჩეველი; 2022 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულო საკრებულოს წევრი. აქტივობა: დამოუკიდებელი დეპუტატი, იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრი, სარევიზიო კომისიის წევრი; საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო სუბიექტი: "საქართველოსთვის". წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |