The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საბა ბუაძე

საბა ბუაძე
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1991  (33 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა გრონინგენის უნივერსიტეტი საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის სპეციალობით (ნიდერლანდების სამეფო) 2013 წელს.

2011-2012წწ. იყო ამერიკის სავაჭრო პალატის საქართველოში უმცროსი სამართლებრივი ანალიტიკოსი; 2013-2014წწ. იურიდიული კომპანია "Montgomery McCracken Walker & Rhoads LLP"-ის, (ნიუ იორკი, აშშ) ანალიტიკოსი; 2014- 2015წწ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი; 2016 წელს ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობების კონგრესი, ადგილობრივი ექსპერტი; 2016 წელს ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობების კონგრესის ადგილობრივი ექსპერტი; 2015-2019წწ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი; 2019 წელს ევროპის ფონდის პროგრამის მენეჯერი; 2019 წლიდან მპგ "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარე. აქტივობა: ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, საარჩევნო ფორმა: პროპორციული სიით. საარჩევნო სუბიექტი: "ლელო საქართველოსთვის".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


გააზიარე: