The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ბურგსდორფი

ვლადიმერ ბურგსდორფი
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1992  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. მოსკოვი
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყაზანი.

დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1931 წელს.

1931-1945წწ. მუშაობდა ამიერკავკასიაში; 1933 წლიდან იყო თბილისის სამშენებლო ჰიდროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ლაბორატორიისა და ამიერკავკასიის რეჟიმების სამსახურის უფროსი. 1945-1986წწ. საკავშირო-კვლევითი ინსტიტუტის ელექტროენერგეტიკის მაღალძაბვიანი ქსელების ლაბორატორიის გამგე; 1961 წლიდან - საკავშირო დაუსწრებელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროსადგურების ქსელებისა და სისტემების კათედრის გამგე; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1936), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1943). დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით, მათ შორის სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს პრემიით. მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორი. საპატიო ენერგეტიკოსი.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.167-168

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინური პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: