The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ჩიქოვანი

თენგიზ ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით "სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა" 1962 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვიბროაქტივიზაციის ლაბორატორიაში ინჟინრის და სტაჟიორ-მკვლევარის თანამდებობაზე. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1968). 1968 წელს - ცემენტებისა და ბეტონის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-1979წწ. - ამავე განყოფილების გამგის მოადგილე; 1979-1992წწ. - ინსტიტუტის ეკონომიკურ-კვლევითი და საპატენტოსალიცენზიო სექტორის ხელმძღვანელი. მის მიერ შემუშავებულმა კორელაციურ-რეგრესიულმა მეთოდმა ბეტონებისა და სამშენებლო მასალების ტექნოლოგიაში (პასიური ექსპერიმენტი) ფართო გამოხმაურება ჰპოვა. 1992 წლიდან - მეცნიერებისა და ახალი ტექნიკის განყოფილების ხელმძღვანელი საქართველოს სათბობენერგეტიკის სამინისტროში; 1994-2005წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2005 წლიდან პენსიაზეა.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.382-383


გააზიარე: