Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ გეგეჭკორი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1960 წელს და ასპირანტურა მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე 1967 წელს. 1960-1965წწ. მუშაობდა კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1979 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე დოცენტად, ხოლო 2001 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 2009 წელს მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე პროფესორ გ. ბოკუჩავასთან ერთად ჩამოაყალიბა ოპტიმიზაციის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, სადაც აღზარდა არაერთი ახალგაზრდა სპეციალისტი; 1980-1983წწ. მოღვაწეობდა ალჟირის სახალხო რესპუბლიკაში, ხოლო 1993-1997წწ. - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. სიანანში, სადაც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა სალექციო კურსს მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის შესახებ, ასევე ხელმძღვანელობდა სპეციალისტების სამეცნიერო სამუშაოებს. მას ეკუთვნის სამოცზე მეტი სამეცნიეო ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, რომელთა შორის ექვსი სახელმძღვანელოა. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1975), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.170 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |