The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაულ გვეტაძე

რაულ გვეტაძე
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1934
გარდაცვ. თარიღი:2018  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1957 წელს; კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1968 წელს.

1957-1960წწ. მუშაობდა ქუთაისის ატოქარხანაში, თბილისის "ცენტროლიტის" ქარხნაში; 1960 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალების ტექნოლოგიის კათედრაზე ასისტენტად; 1875 წელს მიენიჭა დოცონტის წოდება, ხოლო 1991 წელს-პეოფესორის; 1973-1983წწ. ეკავა საჩამომსხმო წარმოების კათედრის გამგის თანამდებობა; 1984-1987წწ. მიიწვიეს ლექციების წასაკითხად ალჟირის რესპუბლიკაში, ქ. ბუმერდესის მსუბუქი მრეწველობის ინსტიტუტში; 1999-2018წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსტიტეტში პროფესორის თანამდებობაზე. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1971), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1991). მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს ავტორი.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.172


გააზიარე: