შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯანო გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. 1960 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ექსპედიციაში, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ჰიდროლოგიური დაგეგმვის სამუშაოებში; 1963-1976წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის პრობლემათა ლაბორატორიაში ლაბორანტიდან სწავლულ მდივნამდე; 1976-1979წწ. იყო საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროგიოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიური ექსპედიციის მთავარი გეოლოგი. აქტიური მონაწილეობა მიიღო ენციკლოპედიური ნაშრომის "სსრკ ჰიდროლოგიის " მეათე ტომის შედგენაში, რომელიც მთლიანად საქართველოს მიეძღვნა. სამოცამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1971). წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.173 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |