The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულია გოცირიძე

გულია გოცირიძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმი; თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, კვალიფიკაციით საბუღალტრო აღრიცხვა და ეკონომიკა.

1990-1996წწ. იყო უფროსი ეკონომისტი საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროში; 1996-2004წწ. - მთავარი სპეციალისტი კონცერნი "საქ. ავტოგზა", კადრების განყოფილება; 2004-2008წწ. ისტორიის მასწავლებელი 128-ე საჯარო სკოლაში; 2008-2010წწ. ისტორიის მასწავლებელი კერძო სკოლა "ოქროს ვერძში"; 2010-2012წწ. ქალთა კლუბის საბჭოს თავმჯდომარე "მომავლის პარტია"; 2012 წელს მენეჯერ ეკონომისტი შპს "კარიბჭე"-ში; 2016-2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის V მოწვევის საკრებულოს წევრი; 2017 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი. აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრი, გლდანის რაიონის მაჟორიტარი (ლუწი მიკრორაიონები). საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


გააზიარე: