The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით რურუა

დავით რურუა
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხურჩა, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტი და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია 1982 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია 1988 წელს. 
1973-1986წწ. იყო საქართველოს ფიზკულტურის და სპორტ კომიტეტის წყალბურთის ნაკრები "დინამო"-ს ინსტრუქტორი; 1988 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერ-რწმუნებული; 1990 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოც. საკუთების და მტაცებლობისა და სპეკულაციის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის სამეურნეო დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების ოპერ-რწმუნებული; 1991 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულებებთან და საბოტაჟთან მებრძოლი სამმართველოს სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სისტემაში დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების ოპერ-რწმუნებული; 1992 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეურნეო და თანამდებობრივ დანაშაულებებთან მებრძოლი სამმართველოს სოფლის მეურნეობის კვების მრეწველობის ობიექტებზე სამეურნეო და თანამდებობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ორგანიზაციის განყოფილების ინსპექტორი; 1994 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგზაო საპატრულო სამსახურის სამმართველოს სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილე; 1994 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ალგეთის განყოფილების ძებნის ჯგუფის ინსპექტორი; 1994-1995წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ალგეთის განყოფილების ოცეულის მეთაური; 1995 წელს თბილისის საბაჟო გამშვები პუნქტის "რუსთავი - პუნქტ "წითელი ხიდი"-ს უფროსი; 2001-2009წწ. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის "სადახლო"-ს უფროსი; 2012 წლიდან საქართველოს სპორტის საწყალოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი; 2017-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი. აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი. საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


გააზიარე: