Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლული შათაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1952 წელს.
ლული შათაშვილი იყო 200-მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის და 80-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მისი ზოგიერთი სამეცნიერო გამოკვლევის შედეგი ამერიკულ სამაგიდო ენციკლოპედიაშია შესული. იგი ითვლება კოსმოსური სხივების კოსმოფიზიკური ასპექტის შესწავლის პიონერად საქართველოში და თბილისში კოსმოსური სხივების ინტენსივობის უწყვეტი დაკვირვების ორგანიზაციის ერთ-ერთ ფუძემდებელად. მისი სამეცნიერო შედეგები აპრობირებულია მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, იტალია). მის მიერ მიღებული შედეგები შეტანილია მრავალი გამოჩენილი მეცნიერის მონოგრაფიაში. ლული შათაშვილი არჩეული იყო მრავალი აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარედ, წევრად. მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი დისერტაცია. იგი განსწავლული მუსიკოსი და ძლიერი მოჭადრაკე იყო. ლული შათაშვილი იყო საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 26 საუკუნესთან დაკავშირებული იუბილეს მომწყობი სახელმწიფო კომისიის წევრი, არჩეული იყო საჩხერის რაიონის საპატიო მოქალაქედ. 2001 წლის მარტში პროფესორ ლული შათაშვილის საცხოვრებელ სახლის კედელზე გაიხსნა მემორიალური დაფა.
წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი: georgianjews.org; gjencyclopedi.com; ეროვნული სასახლე: facebook.com
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |