The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჩიქოვანი

ნინო ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:6 თებერვალი, 2016  (101 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი სპეციალობით "ჰიდროტექნიკური ნაგებობანი", ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1940 წელს.

მუშაობა დაიწყო "სვირჰესზე" (ლენინგრადის ოლქი). 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში დაბრუნდა. 1943 წლიდან მუშაობდა ე. წ. "საფოსტო ნომრის" ქარხანაში ინჟინრად, შემდეგ - სხვადასხვა თანამდებობებზე. 1947 წლიდან - წყალთა მეურნეობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების ინჟინერი მუშა პროექტირების ჯგუფში, შემდეგ - საგეგმო სამმართველოს ინჟინერი; 1948 წლიდან - "საქენერგოს" ჰიდროტექნიკური სამსახურის უფროსი ინჟინერი, ამავე სამსახურის უფროსი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი; 1977 წლიდან - "საქმთავარენერგოს" ჰიდროტექნიკური სამსახურის სექტორის უფროსი; 1984-1991წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობის და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტის მთის წყალსაცავებისა და ზღვის ლაბორატორიაში უფროსი ინჟინერი. მიღებული აქვს მრავალი მადლობა, სიგელი და ფულადი ჯილდო.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.383

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: