შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა ვაზაგაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1979 წელს; მოსკოვის ელექტრო-მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის ასპირანტურა 1985 წელს. 1979 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე, სადაც გაიარა გზა ლაბორანტიდან დოცენტის თანამდებობამდე; 1974-1982წწ. იყო თბილისისა და საბჭოთა კავშირის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი. მონაწილეობდა ევროპისა და მსოფლიოს საერთაშორისო შეჯიბრებებში; 1991-1993წწ. მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში საქართველოს მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში; იყო ცხინვალისა და ხობის კომენდატი. მონაწილეობდა საქართველოს, ცხინვალსა და რუსეთს შორის მიმდინარე სამმხრივ მოლაპარაკებებში, როგორც საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; 1988 -2018წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1987), აკადემიური დოქტორი. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.182
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |