The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბირბიჩაძე

გიორგი ბირბიჩაძე
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1985  (40 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი 2012 წელს.
2004-2006წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღები ქირურგის ასისტენტი (პრაქტიკანტი); 2005-2006წწ. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ზოგადი ქირურგის ასისტენტი (პრაქტიკანტი); 2006-2007წწ. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის თანაშემწე (პრაქტიკანტი); 2007-2008წწ. სარეკლამო კომპანია "უნისერვის" მენეჯერი; 2008-2010წწ. სამშენებლო კომპანია "გრაალის" დირექტორის მოადგილე; 2011-2015წწ. სამშენებლო კომპანია "ლობის" ფინანსური მენეჯერი; 2015-2016წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის ნუცუბიძის მიკრორაიონების საუბნო განყოფილების უფროსი - გამგებლის წარმომადგენელი. 2016-2017წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის გამგებლის მოადგილე; 2017-2021წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი; აქტივობა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრი, ვაკის რაიონის მაჟორიტარი (ნუცუბიძის ფერდობი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები). საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკი:  "ქართული ოცნება".

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge


გააზიარე: