The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ თალაკვაძე

გრიგოლ თალაკვაძე
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1983  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1933 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1940 წელს;  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1947 წელს.

1933-1935წწ. მუშაობდა ბათუმის პორტში მექანიკოსად; 1940-1942წწ. ურალის სამხედრო ქარხანაში ინჟინრად; 1942-1945წწ. კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში საამქროს ოსტატად, ტექნოლოგად; 1945-1971წწ. მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მაქანათმშენებლობის ტექნოლოგიის  ფაკულტეტზე: 1945-1949წწ. იყო კათედრის ასისტენტი, 1950-1983წწ. დოცენტი, ხოლო 1960-1971წწ. ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში. გ. თალაკვაძის სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკა ეხება მასალების ჭრით დამუშავებისა და სწრაფმჭრელი ფოლადების თერმული დამუშავების სფეროებს. მას გამოქვეყნებული აქვს 47 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის- 10 საავტორო მოწმობა, 4 სახელმძღვანელო მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიისა და დეტალების პროგრამული მართვის ჩარხებზე დამუშავებაში, 5 დამხმარე სახელმძღვანელო, რომლებზეც აღიზარდა საქართველოს მანქანათმშენებელთა არაერთი თაობა.  ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1948).

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.185-186

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: