შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ხუნდიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1980 წელს. მონაწილეობდა ყველა საერთაშორისო და რესპუბლიკურ გამოფენაზე. საქართველოს მხატვართა კავშირმა გადასცა შემოქმედებითი სახელოსნო ელგუჯა ამაშუკელის ხელმოწერით. 1990 წელს საქართველოშო, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მოეწყო მიხეილ ხუნდიაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა, სადაც წარადგინა თავისი პირველი კატალოგი და პორტრეტების სერია (გურამ ბათიაშვილი, გიორგი ხუხაშვილი და სხვ.). 1995 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, იმავე წელს მიიღო მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენაში, ხოლო 1996 წელს, ქ. რიშონში მოეწყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა. მიხეილ ხუნდიაშვილის ნამუშევრებია: პროფესორ დავით ბააზოვის პორტრეტი, "საქართველოს რაბინები," "ზღვის გაპობა," ძველი თბილისის პეიზაჟები სერია, ვერიკო ანჯაფარიძის პორტრეტი, "იუდაიკა" და სხვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |