The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არონ კრიხელი

არონ კრიხელი
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:31 მარტი, 1974  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და ასპირანტურა.

1933 წელს მან საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველ ებრაულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რომელსაც თავადვე ჩაუდგა სათავეში, იგი მუზეუმს 1949 წლამდე ხელმძღვანელობდა. თავისი მოღვაწეობის მანძილზე არონ კრიხელმა ჩაატარა არაერთი ექსპედიცია და არქეოლოგიური გათხრა, მათ შორის საქართველოს ყველაზე მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილებში. მის მიერ აღმოჩენილ და გაშიფრულ იქნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნით დათარიღებული საფლავის ქვის ებრაული წარწერები. მუზეუმში მან თავი მოუყარა უამრავ ისტორიულ დოკუმენტს და არტეფაქტს, მოაწყო უნიკალური ბიბლიოთეკა, რეგულარულად მართავდა გამოფენებს. მოსკოვის ებრაული თეატრის გასტროლების დროს არონ კრიხელი სოლომონ მიხოელსს დაუმეგობრდა, როდესაც მისი მეგობარი "ბოროტების იმპერიამ" ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადა, არონ კრიხელმა სოლომონ მიხოელსის პორტრეტი მუზეუმში დემონსტრატიულად გამოფინა. სტალინური რეპრესიების დროს არონ კრიხელი ბანაკში მოხვდა, 1949 წელს დააპატიმრეს და მიუსაჯეს 10 წელი, 1954 წელს ციხიდან გამოვიდა, შემდეგ კი გაამართლეს. იგი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - ბანაკის ებრაელი ექიმის წყალობით. არონ კრიხელმა შეადგინა ქართულ-ებრაულ-რუსული ლექსიკონი 15 000 სიტყვით და ქართულ-ებრაული სასაუბრო. 1971 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, დასახლდა იერუსალიმში, სადაც უნივერსიტეტში სამუშაოდ მიიწვიეს. მას გამოქვეყნებული აქვს შრომები საქართველოსა და სომხეთის ებრაელთა შესახებ, აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. 1973 წელს მონაწილეობდა იუდაისტთა საერთაშორისო კონგრესში, რომელიც იერუსალიმში ჩატარდა, სადაც არონ კრიხელმა ორი მოხსენება წაიკითხა. იგი ასევე იყო ორგანიზაცია "ასირეი ციონ"-ის აქტივისტი. მან გამოსაცემად მოამზადა ალბომი, რომელიც ცნობილ 18 ებრაულ ოჯახს მიეძღვნა. არონ კრიხელის გამოკვლევები საქართველოს ებრაელთა ისტორიისა და კულტურის შესახებ, მთელი მისი მეცნიერული მემკვიდრეობა, ოქროს ასოებით არის ჩაწერილი მსოფლიო ებრაული კულტურის ისტორიაში. დაიბადა ცნობილი რაბინის - მეირ კრიხელის ოჯახში. 

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი: georgianjews.org; ქართულ - ებრაული ოჯახი: facebook.com


გააზიარე: