The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ თოფურია

ვახტანგ თოფურია
დაბადების თარიღი:1946  (79 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1969 წელს.

1969 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის თბოსადგურის ცვლის უფროსად, შემდგომ ელექტრომოწყობილობების ტრესტის სპეცსამმართველოს "ჰიდროელმონტაჟის" ინჟინრად, თბილისის თბოსადგურების ელექტროლაბორატორიის უფროს ოსტატად, თბილისის ელექტროქსელების დაცვის სამსახურის ონჟინრად; 1971-1978წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ენერგეტიკის ფაკულტეტის "ელექტრონული სადგურების ქსელებისა და სისტემების" კათედრის ასისტენტად. 1978 წლის ბოლოს ე. თოფურია დაინიშნა ენგურჰესის ელექტროსაამქროს უფროსად, შემდგომ - ვარდნილჰესის კასკადის მთავარ ინჟინრად და გაერთიანებული ენგურჰესის კასკადის მთავარ ინჟინრად. 1992-1999წწ. ვ. თოფურია მუშაობდა თბილსრესში სრს-300-ის დირექტორად, ხოლო 1999-2004წწ. სს "საქენერგორემონტის" ტექნიკურ დირექტორად. 2004-2005წწ. იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველ მოადგილე.

წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.186

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი (2003-)

გააზიარე: